ანკარაში ყაზახეთის პრეზიდენტი ჩავიდა

თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი ჩავიდა. იგი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ჩავიდა. ერდოღანი და ნაზარბაევი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ დელეგაციების შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პრეზიდენტს გვარდიის ნაცვლად სპეცრაზმელების საპატიო ყარაული დახვდა. თურქეთის პრეზიდენტის სასახლესთან კი, ნაზარბაევის ვიზიტის დროს, ჯავშანტექნიკა იდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები