ჟირინოვსკი გიულენს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ისლამის მქადაგებელს და ოპოზიციონერს, აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
„ყველა ოპოზიციონერი, ვინც აშშ-ში იმალება და იქიდან სამშობლოს აკრიტიკებს, მოღალატეა. ეს გიულენსაც ეხება. ის შეიარაღებული ამბოხების ორგანიზატორია“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ .
მისი თქმით, გიულენი თურქეთის მტერია და აშშ-ც თურქეთის მტერია, ვინაიდან მას თავშესაფარს აძლევს. ერდოღანს გიულენი შესანიშნავ პრეზიდენტს უწოდებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას ცდილობს. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების დროს, ვლადიმერ ჟირინოვსკი ბირთვული იარაღით სტამბოლის დაბომბვას მოითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები