ობამას ქალიშვილმა რესტორანში მიმტანად მუშაობა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას 15 წლის ქალიშვილმა საშამ მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გამოცემა Boston Herald-ის ინფორმაციით, ობამას ქალიშვილი სამსახურში დაცვის ექვსი თანამშრომლის თანხლებით მივიდა. თუმცა სპეცაგენტები რესტორანში არ შესულან, ისინი აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის მუშაობას შენობის გარედან აკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები