თურქეთის მმართველი პარტიის წევრი – ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა არ იგეგმება

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა არ იგეგმება. გამოცემა Euobserver-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიის დეპუტატმა სენა ნურ ჩელიკმა განაცხადა.
“ეს საკითხი არც პარლამენტის, არც ჩვენი პარტიის დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა ჩელიკმა.
მისი თქმით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ემოციები ძალზე მაღალია, მაგრამ ვნებათაღელვის ჩაცხრომას გარკვეული დროს სჭირდება“, – განაცხადა ჩელიკმა.
ცნობისთვის, თურქეთში სიკვდილით დასჯა 10 წლის წინ გაუქმდა. როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ სიკვდილით დასჯის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ის ანკარასთან ყველა დონეზე მოლაპარაკებას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები