ავღანეთში „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მულა ჰაირულა და მისი დაცვის ოთხი წევრი ქუნდუზის პროვინციაში მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. „თალიბანის“ მეთაური მოლა ჰაირულა და მისი ოთხი თანაშემწე უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა“, – განუცხადეს „სინჰუას“ქუნდუზის პროვინვიის პოლიციაში. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰაირულა 300-კაციან ფორმირებას მეთაურობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები