პაკისტანში ათასამდე უპატრონო ძაღლი მოწამლეს

დაახლოებით ათასი უპატრონო ძაღლი მოწამლეს პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ეს აქცია უპატრონო ცხოველებისგან ქალაქის ქუჩების გაწმენდის ფარგლებში ჩატარდა.
„ქალაქის ყველა რაიონში დაღუპული ძაღლები ყრია. მხოლოდ ორ დღეში 700 ძაღლი მოკლეს“, – განუცხადა „როიტერს“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა სატა ჯავედმა.
ძაღლებს სპეციალური აბებით კლავენ, რომლებიც ქათმის ხორცშია მოთავსებული. ძაღლების განადგურება უკვე გააპროტესტეს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები