თურქეთში სტამბოლის ყოფილი გუბერნატორი დააკავეს

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტამბოლის ყოფილი გუბერნატორი ჰუსეინ ავნი მუტლუა დააკავეს. ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება.
მუტლუ სტამბოლის გუბერნატორი 2010 -2014 წ.წ. იყო. მას აშშ-ში მყოფ ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ. ყოფილი გუბერნატორი ამ ბრალდებებს უარყოფს. მუტლუსთან ერთად კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის გუბერნატორები და ვიცე-გუბერნატორები არიან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს მოხდა. მასთან კავშირში უკვე 70 ათასზე მეტი ადამიანია ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები