სირიაში უცნობი დაჯგუფება, რუსი სამხედროების ცხედრების სანაცვლოდ, პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს

სირიაში აქამდე უცნობი დაჯგუფება General Foundation for Prisoners’ Affairs, რუსი სამხედროების ცხედრების სანაცვლოდ, სირიის ციხეებიდან პატიმრების და ლიბანში დაჯგუფება „ჰესბოლას“ ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლებას მოითხოვს. ამის გარდა, ეს დაჯგუფება სირიის სამთავრობო ძალებისგან ქალაქების ალყის მოხსნას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში რუსული ვერტმფრენი „ბოევიკებმა“ 1-ელ აგვისტოს ჩამოაგდეს. მის ბორტზე მყოფი ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები