ჯონ კერი 24 აგვისტოს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 24 აგვისტოს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია TGRT Haber-ის ეთერში განაცხადა.
სააგენტო წერს, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარასა და ვაშინგტონს შორი ურთიერთობები დაძაბა. თურქეთის ხელისუფლება აშშ-სგან იქ მყოფი ოპოზიციონერისა და ისლამის მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას მოითხოვს, ხოლო ვაშინგტონი ამის გაკეთებას არ აპირებს. გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები