რუსეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით რუსეთში ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიცია საიტ Change.org-ზე განთავსდა და მას 150 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ დიმიტრი მედვედევმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ისინი ხელფასებით უკმაყოფილოები არიან, სჯობს სხვა სამსახური მოძებნონ.
„არის უამრავი მშვენიერი ადგილი, სადაც შესაძლებელია მეტი ფულის გამომუშავება და ამის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად, იგივე ბიზნესი“, – განაცხადა მედვედევმა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე ფესტივალზე „აზრთა ტერიტორია“. მედვედევის გადაყენების მოთხოვნით პეტიციის ავტორები წერენ, რომ მინისტრთა კაბინეტს კომპეტენტური, განათლებული ადამიანი უნდა ედგას სათავეში, რომელსაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა“. კიდევ ერთი, პეტიციის ავტორები მედვედევისგან პედაგოგთა ხელფასებზე გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები