აშშ თურქეთს ფეთჰულაჰ გიულენს, სავარაუდოდ, არ გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს ისლამის მქადაგებელს, ფეთჰულაჰ გიულენს, სავარაუდოდ, არ გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება. ამის მიზეზი ის არის, რომ ანკარამ ვაშინგტონს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გიულენის კავშირის დამადასტურებელი მასალები არ წარუდგინა. გარდა ამისა, აშშ შეშფოთებულია თურქეთის ხელისუფლების განცხადებებით, რომლებიც მუქარას შეიცავს. თავად გიულენი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ შეიარაღებული ამბოხება თავად თურქეთის ხელისუფლების მიერ იყო ინსცენირებული. ფეთჰულაჰ გიულენი აშშ-ის პენსილვანიის შტატში 1999 წლიდან ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები