ინდოეთში, ესტაკადის ჩამონგრევის შემდეგ, მაშველებმა ცხრა ცხედარი იპოვეს

ინდოეთში, მდინარე სავიტრიდან მაშველებმა ცხრა ცხედარი ამოიყვანეს. ამ მდინარეში ხუთშაბათს ჩანგრეული ესტაკადიდან ორი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები ჩავარდა. ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 38 ადამიანი ითვლება. გამოცემა Indian Express-ის ინფორმაციით, ცხედრები შემთხვევის ადგილიდან 60 კილომეტრში აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები