ობამა – „ისლამური სახელმწიფო“ სუსტდება, მაგრამ ის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სუსტდება, მაგრამ ის კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიამ კონკრეტული შედეგები მოგვცა. მათი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში უწინდელივით ისეთი ძლიერი აღარ არის, თუმცა ახლა არსებობს იმის საფრთხე, რომ „ბოევიკები“ თავდასხმებს ერაყისა და სირიის ფარგლებს გარეთ მოაწყობენ. საფრთხე ემუქრება საფრანგეთს, თურქეთსა და ბანგლადეშს. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები საკუთარ თავს ავნებს, თუ არასწორად იმოქმედებს – თუ ტერორისტების თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპება, ან თუ პოლიტიკოსები წარმოადგენენ ამას ,როგორც „ცივილიზაციათა შეტაკებას“.
ბარაკ ობამა ამბობს, რომ ჯიჰადისტები ახლო მომავალში სირიის ქალაქ რაქაზე და ერაყის მოსულზე კონტროლს დაკარგავენ. ეს ორი დასახლებული პუნქტი „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები