კოსოვოს პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს

კოსოვოს პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს. პოლიციის ინფორმაციით, შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრიშტინის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტი დაძაბულობის ფონზე შეიქმნა, მთავრობის წინადადების გამო, ჩერნოგორიასთან საზღვრის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კოსოვოს მოსახლეობა ევროკავშირში ჩასვლას უვიზოდ შეძლებს. ხელშეკრულება კოსოვოს ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან ამ დოკუმენტის მიხედვით, კოსოვომ ჩერნოგორიას 8 ათასი ჰექტარი მიწა უნდა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები