სტამბოლის სასამართლომ გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა

სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულაჰ გიულენის ოფიციალური დაკავების ორდერი გასცა. ის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
თურქეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ 15 ივლისის სამხედრო ამბოხების უკან სწორედ აშშ-ში მყოფი გიულენი დგას.
ანკარამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მისი ექსტრადირების თხოვნით მიმართა. თუმცა „ასოშიეიტედ პრესი“ ამტკიცებს, რომ თურქეთის სამართალდამცველ სტრუქტურებს ვაშინგტონისთვის ოფიციალური მიმართვა არ გაუგზავნიათ და სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსწრებლად გიულენის დაკავების შესახებ ამ მხრივ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში 70 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი. მათი ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი – სამსახურიდან გათავისუფლებული. ეჭვმიტანილთა შორის სამხედროები, ექიმები, ჟურნალისტები, ლექტორები და ფეხბურთის მსაჯებიც კი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები