ისრაელი ღაზას სექტორის საზღვარზე სპეციალური დამცავი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს

ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელი სპეციალური დამცავი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ის ტერორისტული აქტების ჩატარების მიზნით გვირაბების გათხრის წინააღმდეგ იქნება აგებული.
„მიწისქვეშა ღობის“ სიღრმე 10 მეტრი იქნება. თავდაპირველად ის საზღვრის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე აიგება. დამცავი ნაგებობა სპეციალური სენსორებით აღიჭურვება, რომელიც მოძრაობის შემთხვევაში მესაზღვრეებს ინფორმაციას მიაწვდის. ისრაელის მთავრობამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც 20 კომპანია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები