ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ტროპიკული შტორმი უახლოვდება – მოსახლეობა ევაკუირებულია

ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში ტროპიკული შტორმის „ერლის“ მიახლოების გამო ზღვისპირა რეგიონებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
შტორმი, სავარაუდოდ, მექსიკას, გვატემალას და ჰონდურასს დაატყდება თავს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მექსიკაში ტროპიკული ციკლონი უხვ ნალექს მოიტანს. ამის გამო მთიან რეგიონებში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება გაიზრდება. ასევე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომელმაც შესაძლოა, ხეები წააქციოს და სახლების სახურავები დააზიანოს. შტორმ „ერლის“ გამო დომინიკელთა რესპუბლიკაში და ჰაიტიზე ცხრა ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები