ირანში 20 ადამიანი ჩამოახრჩვეს

ირანში 20 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი მკვლელობებში და შეიარაღებულ თავდასხმებში იყვნენ ბრალდებულები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები 2009 – 2011 წლებში ბავშვების და ქალების მკვლელობისთვის გაასამართლეს.
ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენელის“ ინფორმაციით, გასულ წელს ირანში 977 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
ირანი სიკვდილით დასჯის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ, იქ 2015 წელს 1000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები