საფრანგეთში, ლე მანის რაიონის ერთ-ერთ იზოლატორში პოლიციამ მძევლების გათავისუფლება მოახერხა

ბოროტმოქმედი, რომელმაც საფრანგეთში, ლე მანის რაიონის ერთ-ერთ იზოლატორში მძევლები აიყვანა, ნეიტრალიზებულია. მძევლები პოლიციამ გაათავისუფლა. ამის შესახებ იზოლატორის ადმინისტრაცია იუწყება, სადაც ინციდენტი მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, არც მძევლები, არც ბოროტმოქმედი ოპერაციის დროს არ დაშავებულან.
შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა საფრანგეთში, ლე მანის რაიონის იზოლატორში დღეს მძევლები აიყვანა. ის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები