ლონდონში თავდასხმის დროს დაღუპული, აშშ-ის მოქალაქეა

ქალი, რომელიც ლონდონის ცენტრში თავდასხმას ემსხვერპლა, აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო თავდამსხმელი – წარმოშობით სომალელი, ნორვეგიის მოქალაქე, – ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის პოლიციიდან აცნობეს.
თავდასხმის ძირითად ვერსიად ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცის ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება. მანამადე პოლიცია ტერორიზმის ალბათობას არ გამორიცხავდა. დაჭრილებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ისრაელის მოქალაქეები.
დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი ლონდონის ცენტრში, ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი – აშშ-ის 60 წლის მოქალაქე ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები