ავღანეთში ტურისტებზე თავდასხმის დრო 6 ადამიანი დაიჭრა

ავღანეთში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, თავდასხმა უცხოელი ტურისტების ჯგუფზე ჰერათის პროვინციაში მოხდა. მათ „თალიბანის“ „ბოევიკები“ დაესხნენ თავს. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, დაჭრილია 6 ადამიანი, მათ შორის ხუთი ტურისტი და ერთი მძღოლი. ჩინური გამოცემა People’s Daily-ის ცნობით, არიან დაღუპულებიც, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები