ობამას ადმინისტრაცია ირანისთვის მძევლების სანაცვლოდ ფულის გადახდას უარყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეერთებულმა შტატებმა ირანს აშშ-ის მოქალაქეებში გამოსასყიდის სახით 400 მლნ დოლარი გადაუხადა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნსტმა განაცხადა.
The Wall Street Journal-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ირანის მიერ აშშ-ის ოთხი მოქალაქის გათავისუფლების დღეს თეირანში ამერიკიდან თვითმფრინავი გააგზავნეს, რომელშიც 400 მილიონი აშშ დოლარი იყო. გამოცემამ ივარაუდა, რომ ეს ფული ამერიკელების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადეს. ერნესტის განცხადებით, აშშ-მ ფული ირანში, მართლაც, გააგზავნა, მაგრამ ის ირანის მეირ შეერთებული შტატებისგან 1979 წელს იარაღში გადახდილი თანხაა, რომელიც ვაშინგტონმა თეირანს დაუბრუნა, ვინაიდან ისლამური რევოლუციის შემდეგ იარაღი მიწოდებული არ ყოფილა. მისი თქმით, ფულის გადახდა უბრალოდ ამერიკელი ტყვეების გათავისუფლებას დაემთხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები