თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 26 ათასამდე ადამიანი დააკავეს

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 26 ათასამდე ადამიანი დააკავეს, მათგან პატიმრობა 13 419-ს შეეფარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა.
ყველა დაკავებული აშშ-ში მყოფ ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს. ასევე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 230 ადამიანი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები