თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავეს

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაკავებები ქალაქ ადანაში მოხდა.
სპეცოპერაცია ქალაქში მას შემდეგ ჩატარდა, რაც ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა ინფორმაცია მიიღო, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. ქალაქი ადანა იჯირლიყის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც აშშ-ის და ნატოს ავიაციაა ბაზირებული. აქედან აფრენილი თვითმფრინავები ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები