ანტალიაში, ერდოღანის მხარდამჭერთა მიტინგზე აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერთა მიტინგზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ასაფეთქებელი მოწყობილობა რესპუბლიკის მოედანთან ამოქმედდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერთა მიტინგი მიმდინარეობდა. ისინი 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აპროტესტებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქდა თვითნაკეთი ბომბი. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ხელისუფლების მხარდამჭერი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეთა წინააღმდეგ მიტინგები მიმდინარეობს. დასკვნითი აქცია 7 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება და მასში თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები