თურქეთის პოლიციამ სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს წევრები დააკავა

თურქეთის პოლიციამ სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოში ჩხრეკა ჩაატარა.
ვრცელდება ინფორმაცია საბჭოს წევრების დაკავების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თურქეთში 15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ამბოხებასთან კავშირში 60 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი. მათი ნაწილი დაკავებული, ნაწილი კი სამსახურიდან არის გათავისუფლებული. ასევე ქვეყანაში 2 ათასამდე ორგანიზაცია დაიხურა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. გიულენს ანკარა შეიარაღებული ამბოხების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები