რუსული ავიაციის მიერ ალეპოს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11 ადამიანი დაიღუპა რუსული ავიაციის მიერ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ავიადარტყმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებზე განხორციელდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილია 40 ადამიანი. ავიადარტყმის დროს ავტომობილები დაზიანდა, რომლებსაც ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ. სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ ვაკუუმის და კასეტური ბომბები გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები