ერაყში ავიადარტყმას 27 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ ერაყში საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და 15 ადამიანი დაიჭრა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, ავიაიერიში სირიის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ ალ-ქაიმზე განხორციელდა. წყაროს ცნობითვე, ავიადარტყმა ოთხჯერ განხორციელდა. ამჟამად ამ ტერიტორიაზე ერაყის სამთავრობო ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები