სამხრეთ კორეამ კომპანია Volkswagen-ი 16 მილიონი დოლარით დააჯარიმა

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანაში Volkswagen-ის, Audi-ს და Bentley-ის მარკის ავტომობილების გაყიდვა აკრძალა და ავტოკონცერნი Volkswagen-ი 16 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. კორეის ოფიციალურმა სტრუქტურებმა Volkswagen-ი მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის ტესტის ფალსიფიცირებაში დაადანაშაულეს. Volkswagen-მა ეს ადგილობრივ ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის გააკეთა. შეზღუდვები Volkswagen-ის 80 მოდელს შეეხო, ანუ 2009 – 2016 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს. მთლიანად აკრძალვა 200 ათას ავტომობილზე ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები