იტალიის პოლიციამ სირიელი დააკავა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდა

იტალიის პოლიციამ სირიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას და „ისლამური სახელმწიფოს“  რიგებში ბრძოლას გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი 23 წლისაა და მან აღიარა, რომ სირიაში დაბრუნებას აპირებდა. მამაკაცი საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ამასთანავე, პოლიცია აცხადებს, რომ მას არა აქვს ინფორმაცია ამ პირის მიერ იტალიის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების მომზადების შესახებ. ამჟამად გამოძიება ადგენს, ჰქონდა თუ არა მამაკაცს რაიმე კავშირი იტალიის ტერიტორიაზე არსებულ სხვა დაჯგუფებებთან, რომლებიც სირიასა და ერაყში საბრძოლველად „ბოევიკების“ „დავერბოვკებით“ არიან დაკავებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები