დუბაის აეროპორტში Emirates airline-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Emirates airline-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, კატასტროფა თვითმფრინავის დაფრენისას მოხდა. გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა მგზავრი თვითმფრინავიდან ევაკუირებული იყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბოინგ-777“-ის ტიპის თვითმფრინავი დუბაიში ინდოეთის ქალაქ ტრივანდრუმიდან მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები