დაღესტანში პოლიციელმა შემთხვევით მამაკაცი მოკლა

პოლიციელმა დაღესტანში ადგილობრივ მამაკაცს შემთხვევით ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შემოწმების დროს პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა.
„პოლიციის თანამშრომელმა შესამოწმებლად ავტომობილი გააჩერა. საბუთების შემოწმების დროს მანქანის მგზავრები აგრესიულად იქცეოდნენ და მათ პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადეს. შეხლა-შემოხლის დროს პოლიციელმა შემთხვევით გაისროლა“, – განუცხადეს „რია ნოვოსტის“ შინაგან საქმეთა ადგილობრივ სამმართველოში. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები