სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წელს ბესლანში მძევლები რუსულმა სპეცრაზმმა დახოცა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წელს ქალაქ ბესლანში, სოლის შტურმის დროს, მძევლები სპეცრაზმის სროლის შედეგად დაიღუპნენ.
რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიაა, რომ სკოლაში შტურმის დროს აფეთქება ტერორისტებმა მოაწყვეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსულმა სპეცრაზმმა შტურმის დროს ყუმბარმტყორცნები და საცეცხლე სისტემები გამოიყენა. ამასთანავე, ტერორისტების მიერ აფეთქების მოწყობის დამადასტურებელი მასალები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბესლანის პირველ სკოლაში ტერორისტებმა მძევლები 2004 წელის 1 სექტემბერს აიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ სპეცრაზმმა სკოლა შტურმით აიღო. დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი, აქედან ნახევარი – ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები