ოლანდი – ტრამპის „გამოხტომები“ ზიზღის გრძნობას იწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის „გამოხტომები“ ზიზღის გრძნობას იწვევს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. მანამდე ოლანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვაშინგტონის და ევროპის ურთიერთობები გართულდება.
„დონალდ ტრამპის გამონათქვამები არა მარტო აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ზიზღის გრძნობას იწვევს“, – განაცხადა ოლანდმა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიან ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები