ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამხრეთ კორეელი სამხედროების თქმით, ერთ-ერთი რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის სიახლოვეს, აკიტას პრეფექტურიდან 250 კილომეტრში, ზღვაში ჩავარდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ რაკეტების გაშვებას „აღმაშფოთებელი ქმედება“ უწოდა. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები