ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

სულ მცირე 22 ადამიანი დაიკარგა ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად. უბედური შემთხვევა ქალაქ მუმბაის და გოას დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი ავტობუსი, რომელიც გოადან მუმბაიში მიდიოდა, ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად მდინარეში გადავარდა. მდინარეში რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც აღმოჩნდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურები. მათი წარმომადგენლების ინფორმაციით, ავარიის ადგილიდან ერთი კილომეტრის მანძილზე მდინარეში ავტობუსების მოძებნა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები