ლონდონის ქუჩებში დღეიდან მეტი შეიარაღებული პოლიციელი გამოჩნდება

ლონდონის ქუჩებში დღეიდან მეტი შეიარაღებული პოლიციელი გამოჩნდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერმა სადიკ ჰანმა და ლონდონის პოლიციის უფროსმა ბერნარდ ჰოგან-ჰოუმ განაცხადეს.
ეს გადაწყვეტილება ლონდონის ხელისუფლებამ ევროპაში ტერორისტული თავდასხმების გახშირების გამო, განსაკუთრებით კი ნიცის ტერაქტის შემდეგ მიიღო. ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, შეიარაღებული პოლიციელები ქალაქის ზოგიერთ რაიონში პატრულირებას 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ. ეს, პირველ, რიგში, ტურისტულ ღირშესანიშნაობებს და ხალხის შეკრების ადგილებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები