ჟირინოვსკი – მიმიფურთხებია სომხეთისთვის, ისინი ჩვენზე უარს ვერ იტყვიან

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი დარწმუნებულია, რომ ერევანი მოსკოვზე უარს არასოდეს იტყვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთს ბოლო მოეღება.
„მიმიფურთხებია სომხეთისთვის, რა არის სომხეთი? იქ პერიოდულად იქნება გამოსვლები“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ეს განცხადება მან ერევანში შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის ერთ-ერთი შენობის აღების ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ „სომხეთი პატარა მთიანი ქვეყანაა, რომელიც მოყოლილია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, „მას არა აქვს არანაირი ეკონომიკა, არანაირი პერსპექტივა. იქ მხოლოდ მილიონი სომეხი დარჩა. დანარჩენები გაიქცნენ და დასეირნობენ ლიბანში, ირანში, აშშ-ში, რუსეთში, საფრანგეთში. იქ სად უნდა იცხოვრო? – ცარიელი კლდეებია. ბუნებრივია, გარკვეული დაჯგუფებები იქ ერთმანეთს საზიზღრობას გაუკეთებენ“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისი თქმით, თუ რუსეთს დასჭირდა, ის სომხეთიდან სამხედრო ბაზას გაიყვანეს.
„ისინი ფეხებში ჩაგვივარდებიან, რომ ბაზა უკან დავაბრუნოთ. ეს ბაზა მათი გადარჩენაა, იმიტომ რომ ორი მხრიდან მათ თურქები და აზერბაიჯანელები გასრესენ. ამიტომ ჩვენ სომხეთის დარდი არ უნდა გვქონდეს. ისინი ჩვენზე უარს არასოდეს იტყვიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები