ბენგაზიში თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ლიბიის ქალაქ ბენგაზიში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აფეთქება ალ-კუვარშას რაიონში მოხდა, სადაც ცოტა ხნის წინ სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღუპულთა უმეტესობა სამხედრო პირია. თავდასხმა, სავარაუდოდ, სწორედ მათზე განხორციელდა. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ავიაციამ ლიბიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები