მაიამიში „ზიკას“ ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

მაიამის ხელისუფლება მოუწოდებს ორსულ ქალებს, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან იქ „ზიკას“ ვირუსის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აშშ-ის ამ რაიონში უკვე „ზიკას“ ვირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. მისი გადამტანები კოღოები არიან. მთლიანად აშშ-ში „ზიკას“ ვირუსის 1 400 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები