ერდოღანი დასავლეთის ქვეყნებს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დასავლეთის სახელმწიფოები სამხედრო ამბოხების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ერდოღანმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში განაცხადა.
„სამწუხაროდ, დასავლეთი ტერორს და შეთქმულებას მხარს უჭერს. ვინც მეგობრები გვეგონა, პუტჩისტები და ტერორისტები აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა გერმანიის ხელისუფლება გააკრიტიკა, სადაც სასამართლომ ქალაქ კიოლნში მხარდაჭერებისადმი ვიდეომიმართვა აკრძალა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარამ უკვე მეორე განაცხადი გაუგზავნა აშშ-ს და ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიგრანტებთან დაკავშირებით ვალდებულებებს არ იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები