სირიაში, სადაც რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რუსებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოწამლეს

სირიის ქალაქზე, სადაც გუშინ „ბოევიკებმა“ რუსული ვერტმფრენი ააფეთქეს, ავიაციამ მომწამლავი ნივთიერებებით სავსე კონტეინერები ჩამოაგდო. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებ. გაზის ტიპი უცნობია.
ქალაქ სეარაკაბში მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შესახებ სააგენტო „როიტერს“ სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერებებით სავსე კონტეინერები ვერტმფრენიდან ჩამოაგდეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მოიწამლა 33 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები