თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო ქვეყანამ 100 მილიარდი დოლარით იზარალა

თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ ქვეყანა 100 მილიარდი დოლარით აზარალა. ამის შესახებ თურქეთის საბაჟოს და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენტ ტიუფენქჩიმ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს.
„თვითმფრინავები, ვერტმფრენები, იარაღის, შენობები. ზარალი 300 მილიარდ ლირას, ანუ 100 მილიარდ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სამხედრო ამბოხების შემდეგ რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ თურქეთში მუშაობაზე უარი განაცხადა. ასევე ეს პოტენციურ ინვესტორებზეც აისახა.
„პუტჩისტებმა თურქეთი „მესამე სამყაროს“ ქვეყნად გადააქციეს. ინვესტორები აქ აღარ ჩამოდიან მას შემდეგ, რაც ქუჩებში ტანკები და პარლამენტის დანგრეული შენობა დაინახეს“, – განაცხადა ტიუფენქჩიმ.
ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ, საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ დაზარალებულა და საფონდო ბირჟის მონაცემები უმნიშვნელოდ შემცირდა. „ჩვენ ექსპორტის მოცულობის ზრდის პროგნოზის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები