თურქეთში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ თურქეთში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის, პოლიციის თანაშრომლები დაიღუპნენ. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ოთხი ადამიანი დაიჭრა.
აფეთქება ბინგოლის პროვინციაში მოხდა. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ პოლიციიის ავტობუსის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
ამჟამად პროვინციაში ქურთ „ბოევიკთა“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები