რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ნატო თანამშრომლობის განახლებისთვის სიგნალებს გვიგზავნის

ნატო რუსეთს სიგნალებს უგზავნის ავღანეთის საკითხზე თანამშრომლობის განახლებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა. მისი თქმით, „ეს მხოლოდ სიგნალებია“, ხოლო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არ ხდება. „ისინი ამბობენ, რომ ავღანეთი საერთო თემაა, რომლითაც შეწუხებულები არიან როგორც რუსეთში, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში და აუცილებელია თანამშრომლობა. კი ბატონო, მოდით, დავუბრუნდეთ ამ პროექტებს, რომლებიც ჩვენ კი არა, თქვენ შეაჩერეთ“, – განაცხადა ქაბულოვმა.
2015 წლის მაისში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვით რუსეთის ტერიტორიით ავღანეთში იარაღის ტრანზიტი აღარ მოხდება. მანამდე ნატო ავღანეთში ტვირთების ჩასატანად რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები