ლიბიის სანაპიროსთან 120 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

ლიბიის სანაპიროსთან ბოლო რამდენიმე დღეში 120 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან აცნობეს. ეს პირები ხმელთაშუა ზღვის გავლით აფრიკიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. მიმდინარე წელს მსოფლიოში 4 027 მიგრანტი დაიღუპა, მათი სამი მეოთხედი კი -ხმელთაშუა ზღვაში. ეს რიცხვი 2015 წლის ანალოგიურ პერიოდს 35 პროცენტით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები