ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა და რუსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სავჩენკოს თქმით, ის პროტესტს მთელი მსოფლიოს უმოქმედობის გამო აცხადებს და შიმშილობა „დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე გაგრძელდება“.
ორი თვის წინ სავჩენკო უკრაინაში დაბრუნდა. მანამდე მან რუსეთის ციხეში ორი წელი გაატარა. სავჩენკოს რუსეთში ჟურნალისტების დაღუპვასთან კავშირში ადანაშაულებდნენ და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 25 მაისს იგი ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები