ერაყში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე შვიდი ერაყელი სამხედრო და შიიტი მოხალისე დაიღუპა დასავლეთ ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. თავდასხმის დროს 13 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გზის პირას დადებული ნაღმი იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც მას სამხედროების ავტოკოლონა მიუახლოვდა. მანამდე ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები