რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად სირიაში 15 მშვიდობიანი პირი დაიღუპა

სულ მცირე 15 მშვიდობიანი პირი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ სირიაში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. დაიჭრა 30-მდე ადამიანი. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაიბომბა იდლიბის პროვინციის ქალაქი აბუ ალ დუჰური. ამჟამად სირიის ქალაქ ალეპოსთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. სირიის ოპოზიციის ძალები ბლოკადის გარღვევას ცდილობენ და გზაზე კონტროლის აღდგენას, რომელიც ქალაქს გარე სამყაროსთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები