რამზან კადიროვი „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის ვიდეორგოლს „ცარიელ ადგილს“ უწოდებს
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის ვიდეორგოლს „ცარიელი ადგილი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს „ჯიჰადით“ ემუქრება. „ეს მუქარა ცარიელი ადგილია, ამ დაჯგუფებას მისი განხორციელების არც რეალური ძალა და არც საშუალება არ გააჩნია. ჩვენ ჩეჩნეთში 51 ქვეყნის კარგად შეიარაღებული ბანდიტი გავანადგურეთ. აქ მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაიღუპნენ. გადარჩენილები კი თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ“, – განაცხადა კადიროვმა. ასევე კადიროვმა აღნიშნა, რომ ვიდეორგოლი, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებმა დაამონტაჟეს. მისი აზრით, ეს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული საინფორმაციო შეტევაა.